English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ თენგიზ ვერულავა ქეთევან ომანაძე თეა ლაზარაშვილი
ჰოსპიტალური სერვისების ანტიკრიზისული მართვის გამოწვევები საქართველოში

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.02.TENGIZ.VERULAVA.KETEVAN.OMANADZE.TEA.LAZARASHVILI

ანოტაცია. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო სამხრეთ კავკასია და განსაკუთრებით საქართველო ითვლება საომარი კონფლიქტების ფეთქებადსაშიშ ზონად, რაც განაპირობებს კატასტროფებისთვის მზადყოფნის გადაუდებელი გეგმების არსებობის აუცილებლობას, რათა საავადმყოფოებმა შეძლონ გაუმკლავდნენ დაშავებულთა გაზრდილ რაოდენობას და შესთავაზონ ეფექტური სამედიცინო მომსახურება. კვლევის მიზანია კატასტროფებისადმი საავადმყოფოების მზადყოფნის შეფასება და მასზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენა. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის მეთოდის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მოსაზღვრე რაიონების ექვსი სამედიცინო დაწესებულების 50 ტოპმენეჯერის გამოკითხვა. შედეგები: უსაფრთხოების თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. ყველა დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა ოპტიმალურად უზრუნველყოს სრული პერიმეტრის მონიტორინგი საგანგებო სიტუაციების დროს. საავადმყოფოებში არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების ზომები. ყველა საავადმყოფოს აქვს დენის გენერატორი, უწყვეტი წყალმომარაგება. 3-4 დღის საკმარისი ჟანგბადის მარაგები. ტექნიკური და საინჟინრო პერსონალი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. საავადმყოფოებში არსებობს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა. თუმცა, რესპოდენტთა 71.4%-ს არ გაუვლია ტრენინგები საგანგებო მოვლენებთან დაკავშირებით. ამ მხრივ, აუცილებელია საავადმყოფოს პერსონალის ინფორმირებულობის გაზრდა გადაუდებელი სიტუაციების მართვის შესახებ სპეციალური ტრენინგის საშუალებით. რესპოდენტთა 79.2%-ის აზრით, დაწესებულება არ ახორციელებს სავარჯიშო საგანგებო სიტუაციებს. რესპოდენტთა 71.8%-ის აზრით, დაწესებულება არ მონაწილეობს ტრენინგში კატასტროფებზე რეაგირებასთან დაკავშირებით. ეს შედეგები აჩვენებს გადაუდებელი მართვის დაგეგმვის ტრენინგში მონაწილეობის დაბალ ინტერესს. 82%-მა აღნიშნა, რომ შემთხვევების მართვის სისტემა არსებობს საავადმყოფოში, მაგრამ რესპოდენტთა დიდმა ნაწილმა (80%) აღნიშნა, რომ არ ტარდება კატასტროფების მართვის სავარჯიშო წრთვნები. რესპოდენტთა მხოლოდ ნახევარმა (52%) აღნიშნა, რომ საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების/კატასტროფების დროს არსებობს მზადყოფნის კომიტეტი. რესპოდენტთა დიდი ნაწილის (79.6%) აზრით, გადაუდებელი დახმარების/კატასტროფების კომიტეტში რეგულარული ღია შეხვედრები ხშირად არ იმართება. რესპოდენტთა 64%-ის აზრით, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების/კატასტროფების კომიტეტი არ არის მულტიდისციპლინური და არ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებების კვალიფიციურ პერსონალს. რესპოდენტთა 98%-ის აზრით, საავადმყოფო იყენებს ტრიაჟის სისტემას. რესპოდენტთა დიდი ნაწილი (82%) ეთანხმება, რომ დაწესებულებას აქვს პაციენტზე თვალყურის დევნის გაწერილი მეთოდი. თუმცა, რესპოდენტთა 70%-ის აზრით, მათი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანილ პაციენტებზე თვალყურის დევნების შესაძლებლობა არ აქვთ. ასევე, რესპოდენტთა 72%-ის აზრით, დაწესებულებას არ შეუძლია აკონტროლოს გეგმიური პაციენტები, რომლებიც გაეწერებიან კატასტროფული სიტუაციების დროს. კრიტიკული შემთხვევების სტრესის მართვა არ იყო ადეკვატურად ინტეგრირებული საგანგებო გეგმაში. გარდა ამისა, 82%-მა განაცხადა, რომ აფთიაქს აქვს მედიკამენტების და სხვა მასალების ადეკვატური მიწოდება, ხოლო 82%-მა აღნიშნა, რომ ლაბორატორიული სერვისები ინტეგრირებულია გადაუდებელი დახმარების გეგმაში. 76%-მა აღნიშნა, რომ ფატალური შემთხვევების მართვა ინტეგრირებულია საგანგებო სიტუაციებში. უფრო მეტიც, 96%-მა განაცხადა, რომ მათ საავადმყოფოებს შეუძლიათ გაგზავნონ და მიიღონ კომუნიკაციები, გაფრთხილებები და შეტყობინებები კრიზისისა და კატასტროფების დროს. დასკვნა და რეკომენდაციები: შედეგებმა გამოავლინა საავადმყოფოებში კრიზისისა და კატასტროფებისადმი მზადყოფნის ზომიერი დონე საშუალო ქულით 56,57%. რეკომენდირებულია საავადმყოფოებში გარკვეული ცვლილებების გატარება კრიზისისა და კატასტროფული მოვლენებისადმი მზადყოფნის დონის გასაუმჯობესებლად.

საკვანძო სიტყვები: ანტიკრიზისული მენეჯმენტი, საგანგებო კატასტროფებისთვის მზადყოფნა, კრიზისული სიტუაციები.

 შესავალი

კატასტროფა იწვევს დიდი რაოდენობით ადამიანების ავადმყოფობას ან დაზიანებას, რაც მძიმე ტვირთია ჯანდაცვის სისტემისთვის და დიდი სოციალური და ეკონომიკური ზარალი სახელმწიფოსთვის. კატასტროფები არის როგორც ბუნებრივი (მიწისძვრა, ცუნამი, წყალდიდობები), ასევე ადამიანის მიერ განპირობებული (ომები, ტერორიზმი). კატასტროფების მართვისათვის საჭიროა რისკის შეფასება, სტრუქტურული და არასტრუქტურული პრევენცია და საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის, გაფრთხილებისა და ევაკუაციისათვის მზადყოფნა (Bajow, 2014). საავადმყოფოები დიდ როლს ასრულებენ კატასტროფული მოვლენების მართვაში (Mulyasari, 2013). მათ სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კატასტროფებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაში.

ომებისა და ბუნებრივი კატასტროფების გამო წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საავადმყოფოების კატასტროფებისთვის მზადყოფნის გაძლიერება. საავადმყოფოების მზადყოფნა კატასტროფებისთვის არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფების დროს საავადმყოფოს მდგრადობისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფას და უარყოფითი შედეგების სწრაფად დაძლევისათვის ეფექტურ რეაგირებას (Heidaranlu და სხვ. 2022). ამისათვის აუცილებელია საავადმყოფოებს ჰქონდეთ მოსალოდნელ კატასტროფებთან სათანადო მზადყოფნის გეგმა. ჯანდაცვის კატასტროფებისადმი მზადყოფნის კონცეფცია შემუშავდა 1990-იანი წლების დასაწყისში, ტერორიზმთან დაკავშირებული მოვლენების გაზრდის შედეგად (Toner, 2017).

საავადმყოფოს უნარი გაუმკლავდეს კატასტროფებს, დამოკიდებულია მათ ზომაზე, ფუნქციონალურ სიმძლავრეზე, შესაბამისი აღჭურვილობის არსებობაზე და ადეკვატური კვალიფიციური ჯანდაცვის პერსონალის ხელმისაწვდომობაზე. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ საავადმყოფოების პერსონალს კატასტროფებთან მზადყოფნის გეგმვის შესახებ ცოდნის საკმაოდ დაბალი დონე აქვს, რაც უმთავრესად დაკავშირებული იყო კატასტროფების მედიცინის სასწავლო პროგრამების ნაკლებობასთან (Paganini, 2016; Öztekin, 2016). ექსპერტთა აზრით, საჭიროა საავადმყოფოებში კატასტროფებისთვის მზადყოფნის ერთიანი მკაფიო გეგმის შემუშავება, პროტოკოლების სტანდარტიზაცია (Mastaneh. Z., 2013; Luc, Greet, & Kurt, 2014). საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების უზრუნველსაყოფად, ჯანმო-მ შეიმუშავა კატასტროფებთან გამკლავებისთვის ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის შეფასების სპეციალური ინსტრუმენტი (WHO, 2011).

თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო სამხრეთ კავკასია და განსაკუთრებით საქართველო მუდამ წარმოადგენდა დომინანტი საერთაშორისო აქტორების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ გადაიტანა სამოქალაქო ომი და საომარი კონფლიქტები რუსეთთან (1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტი და 2008 წლის აგვისტოს ომი), რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება და შეზღუდული შესაძლებლობა როგორც სამხედრო ძალების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის. კავკასიის რეგიონი და განსაკუთრებით საქართველო დღესაც ითვლება საომარი კონფლიქტების ფეთქებადსაშიშ ზონად. საუდის არაბეთში რამდენიმე კვლევა ჩატარდა კატასტროფებისთვის მზადყოფნის ზოგიერთი ასპექტის შესაფასებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტუალურია საქართველოში საავადმყოფოების კატასტროფებისადმი მზადყოფნის შესწავლა. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა.

მეთოდოლოგია  

კვლევაში გამოყენებული იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი. კვლევისათვის შეირჩა ექვსი სამედიცინო დაწესებულება, რომელთაგან ორი წარმოადგენდა სახელმწიფო, ხოლო ოთხი კერძო სამედიცინო ორგანიზაციას. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 50 რესპოდენტმა, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მოსაზღვრე რაიონების სამედიცინო დაწესებულების დირექტორებს, ადმინისტრაციულ მენეჯერებს, დეპარტამენტის უფროსებს. კვლევა განხორციელდა 28 სექტემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით. კვლევის შედეგები დამუშავდა spss სისტემაში.

კატასტროფებთან გამკლავებისთვის საავადმყოფოების მზადყოფნის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა თვითადმინისტრირებადი კითხვარი, რომელიც შემუშავდა ჯანმოს (WHO, 2011) და გადაუდებელი ექიმების ამერიკული კოლეჯის (American College of Emergency Physicians, 2017) მიერ შემუშავებული სპეციალური კითხვარების საფუძველზე.  კითხვარი შედგება 79 პრიორიტეტული სამოქმედო პუნქტისგან, რომლებიც დაჯგუფებულია 13 ძირითად კომპონენტში: უსაფრთხოება და თავდაცვა (4 პუნქტი), ლოჯისტიკა (15 პუნქტი), გადაუდებელი სიტუაციების მართვის დაგეგმვა (13 პუნქტი), საავადმყოფოს მზადყოფნა და ტრენინგი (6 პუნქტი), შემთხვევების მართვის სისტემა (6 პუნქტი), კატასტროფებისადმი მზადყოფნის კომიტეტი (3 პუნქტი), ტრიაჟი (4 პუნქტი), პაციენტზე ზრუნვა (3 პუნქტი), სტრესის მართვა კატასტროფების დროს (5 პუნქტი), სააფთიაქო მომსახურება (4 პუნქტი), ლაბორატორიული მომსახურება (6 პუნქტი), ფატალური შემთხვევების მართვა (4 პუნქტი), კომუნიკაცია, გაფრთხილება შეტყობინება (6 პუნქტი).

კვლევის შედეგები, დისკუსია

კატასტროფებისადმი საავადმყოფოს მზადყოფნა მოითხოვს კომპლექსურ ოპერაციებს და საქმისადმი პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას. საავადმყოფოები წარმოადგენენ ჯანდაცვის სისტემის ბირთვს, რომელთა მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების დროს.

თავდაცვა და უსაფრთხოება. კატასტროფების დროს საავადმყოფოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა საავადმყოფოს აქვს  აუცილებელი აღჭურვილობა საავადმყოფოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის. უსაფრთხოების თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. საავადმყოფოებს აქვთ შესაძლებლობა აუცილებლობის შემთხვევაში დაამატონ უსაფრთხოების თანამშრომელი. ყველა დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა ოპტიმალურად უზრუნველყოს სრული პერიმეტრის მონიტორინგი საგანგებო სიტუაციების დროს. არსებობს გეგმა რომლის მიხედვითაც მოხდება ინფორმაციის მიწოდება დაშავებულთა ოჯახის წევრებზე და ასევე გაკონტროლდება დიდი რაოდენობით ხალხის შემოდინება. უფრო მეტიც, საავადმყოფოებზე დაკვირვება ხდება ვიდეოკამერებით, რომლებიც განთავსებულია საავადმყოფოს შიგნით სხვადასხვა ადგილას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საავადმყოფოს საკუთრების, შესასვლელებისა და გასასვლელების ოპტიმალური მონიტორინგი და კონტროლი. რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ საავადმყოფოებში არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების ზომები. ეს საკმაოდ მაღალი შეფასებაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტების სწორი და უსაფრთხო მკურნალობისთვის.

ლოჯისტიკა. ელექტროენერგია აუცილებელი კომპონენტია საავადმყოფოს მოწყობილობა-დანადგარების ფუნქციონირებისთვის. აქედან გამომდინარე, საავადმყოფოში ელექტრომომარაგება უნდა იყოს კარგად ორგანიზებული და უსაფრთხო. კატასტროფების შემთხვევაში, ალტერნატიული ელექტრომომარაგება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მუშაობდეს გამართულად. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა საავადმყოფოს აქვს დენის გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას სამი დღის მანძილზე საჭიროების შემთხვევაში. წელიწადში ერთხელ ხდება გენერატორის სრული დატვირთვის ტესტირება. რესპოდენტთა 66,7%-ის აზრით, საავადმყოფოს აქვს სარეზერვო წყარო საწვავის 3 დღის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად. რესპოდენტთა 66,7%-ის აზრით, საავადმყოფოების უმეტესობას საწვავი აქვს დაცულ ადგილებში.

უწყვეტი წყალმომარაგება აუცილებელია საავადმყოფოსთვის. წყალმომარაგების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად თითოეულ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს წყლის მეორადი წყარო, რომელიც რომელიც გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში თუ პირველადი წყარო ვერ უზრუნველყოფს ადექვატური წყლის მიწოდებას. რესპოდენტთა 83,3%-ის აზრით, საავადმყოფოებს აქვთ  შესაძლებლობა უზრუნველყონ უწყვეტი წყალმომარაგება. გარდა ამისა, ზოგიერთ საავადმყოფოს აქვს წყლის მიწოდების მეორადი წყარო, კერძოდ, ზოგიერთ საავადმყოფოს წყალი მიეწოდება მუნიციპალური წყაროდან, ზოგს კი აქვს საკუთარი წყალმომარაგება. რესპოდენტთა 66,7%-ის აზრით, საავადმყოფოებს აქვთ 3 დღის საკვები მარაგი პერსონალისთვის და პაციენტებისთვის.

საავადმყოფოების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს 3-4 დღის საკმარისი ჟანგბადის მარაგები. სამედიცინო ჟანგბადი გამოიყენება საოპერაციო ოთახებში, გადაუდებელი დახმარების და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. სამედიცინო ჟანგბადის ადეკვატური მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭიროა კარგად ვენტილირებადი უსაფრთხო ადგილი სამედიცინო ჟანგბადის შესანახად.

ტექნიკური და საინჟინრო განყოფილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საავადმყოფოების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისათვის. ამიტომ ტექნიკური და საინჟინრო პერსონალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში. გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ტექნიკური და საინჟინრო პერსონალი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, საავადმყოფოები ადექვატურად ფუნქციონირებენ გენერატორების, ელექტრომომარაგების, ზოგიერთი სასიცოცხლო აღჭურვილობის (მონიტორები, ვენტილატორები) პრობლემების შემთხვევაში.

გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემები მნიშვნელოვანია საავადმყოფოების ფუნქციონირებისთვის, მაგრამ კატასტროფული მოვლენების დროს ეს სისტემა ითიშება. გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ყველა დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა მიზნობრივად მიაწოდოს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემები.

საავადმყოფოს ნარჩენები, მათ შორის მყარი და თხევადი ნარჩენები, საზიანოა ადამიანებისთვის და შეიძლება პრობლემები შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ საავადმყოფოებში ნარჩენების მართვის სათანადო სისტემის არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კატასტროფის დროს. გამოკითხულთა 100% უპასუხა, რომ საავადმყოფოში დაბინძურებული ნარჩენების მართვა მიმდინარეობს ორგანიზებულად.

ცხრილი: 1 უსაფრთხოება და თავდაცვა, ლოჯისტიკა

 

არა

დიახ

Chi-square

df

Sig.

მორიგეობს თუ არა უსაფრთხოების თანამშრომელი 24/ 7 გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში

0

100

 

 

1.000

აქვს თუ არა ობიექტს შესაძლებლობა დამატებითი უსაფრთხოების პერსონალი განათავსოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში

0

100

 

 

1.000

არსებობს თუ არა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ინფორმაციის მიწოდება დაშავებულთა ოჯახის წევრებზე და ასევე გაკონტროლდება დიდი რაოდენობით ხალხის შემოდინება

0

100

 

 

1.000

კონტროლდება თუ არა ყველა შესასვლელი და გასასვლელი კამერებით, შესაძლებელია თუ არა საჭიროების შემთხვევაში მათი ჩაკეტვა?

0

100

 

 

1.000

ლოჯისტიკა

 

არა

დიახ

Chi-square

df

Sig.

არსებობს თუ არა  დენის გენერატორი გადაუდებელი სიტუაციების დროს გამოსაყენებლად?

0

100

 

 

1

აქვს თუ არა საავადმყოფოს შესაძლებლობა უზრუნველყოს  ელექტროენერგიის მიწოდება   ყველა აუცილებელი სერვისისთვის სამი დღის განმავლობაში

0

100

 

 

1

არის თუ არა საავადმყოფოში პრიორიტეტების მიხედვით დაყოფილი სერვისები რომლებიც მიიღებენ ელექტროენერგიას?

0

100

 

 

1

ტარდება თუ არა გენერატორზე ყოველწლიურად  დატვირთვის ტესტირება?

0

100

 

 

1

აქვს თუ არა საავადმყოფოს სარეზერვო წყარო რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს საკმარისი საწვავი 3 დღის უწყვეტი, სრული დატვირთვის მოთხოვნისთვის.

33.3

66.7

6.00

5

0.306

 არის თუ არა დაცული საწვავის რეზერვუარი

33.3

66.7

6.00

5

0.306

არის თუ არა წყლის მიწოდების მეორადი წყარო თუ პირველადი წყარო გათიშულია?

16.7

83.3

6.00

5

0.306

აქვს თუ არა დაწესებულებას საკმარისი რაოდენობის საკვების მარაგები პერსონალისთვის 3-4 დღის განმავლობაში?

33.3%

66.7%

6.00

5

0.306

არის თუ არა საკვები პროდუქტების უსაფრთხოება შენარჩუნებული ნებისმიერ დროს: მიწოდება, შენახვა და მომზადება?

0

100

 

 

1

აქვს თუ არა სამედიცინო დაწესებულებას 3-4 დღის საკმარისი ჟანგბადის მარაგები?

0

100

 

 

1

არის თუ არა ტექნიკური და საინჟინრო პერსონალი ხელმისაწვდომი 24 საათის განმავლობაში?

0

100

 

 

1

შეუძლია თუ არა საავადმყოფოს საგანგებო სიტუაციებში გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის ზონების იზოლირება და დახურვა?

0

100

 

 

1

განხორციელდა თუ არა ამ  პროცედურის ტესტირება უახლოესი ერთი წლის მანძილზე ?

16.7

83.3

6.00

5

0.306

აქვს თუ არა საავადმყოფოს დაბინძურებული ნარჩენების, საქონლისა და სითხეების მართვის, გადაცემის და ნარჩენების განადგურების  პროცედურები?

0

100

 

 

1

ინახავს თუ არა საავადმყოფო აღჭურვილობის, აუცილებელი მასალების   და სხვა საჭირო ინვენტარის მარაგებს, რომელიც საჭიროა მასობრივი მსხვერპლის მოვლენებზე ეფექტური რეაგირებისთვის?

50

50

 

 

1

გადაუდებელი სიტუაციების მართვის გეგმა: გამოკითხულ რესპოდენტთა 92%-მა დაადასტურა, რომ მათ დაწესებულებაში არსებობს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა. რესპოდენტთა 74%-ის აზრით, გადაუდებელი სიტუაციების მართვის გეგმა ეხება შიდა და გარე გადაუდებელ სიტუაციებს. მაგრამ რესპონდენტთა დაახლოებით მესამედმა (32%) აღნიშნა, რომ გეგმა ადვილად ხელმისაწვდომი არ არის ადმინისტრაციისთვის  და პერსონალისთვის. რესპონდენტთა 62%-ის აზრით, გეგმა არ ეხება ყველა სახის კატასტროფულ სიტუაციას.

გარდა ამისა, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (54%) თანხმდება, რომ გეგმა მოიცავს წერილობით შეთანხმებებს საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პერსონალის მოძიებას დაკავშირებით. რესპონდენტთა 88.0% თანხმდება, რომ გეგმა მოიცავს ღონისძიებებს გეგმიური სერვისების (მაგ გეგმიური ქირურგიული ოპერაციების) გაუქმებას საგანგებო სიტუაციების დროს. საყურადღებოა, რომ რესპოდენტთა 70%-ის აზრით, გეგმის მიხედვით პროცესებში არ არის ჩართული ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. რესპოდენტთა უმრავლესობის (96.0%) აზრით, გეგმა მოიცავს აღდგენის ფაზაში გეგმიურ ოპერაციებზე დაბრუნების დებულებებს.

საავადმყოფოს პერსონალს ესაჭიროება სპეციალური ტრენინგი გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების შესახებ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რესპოდენტთა 71.4%-ს არ გაუვლია ტრენინგები წელიწადში ორჯერ მაინც საგანგებო მოვლენებთან დაკავშირებით. დადებითი პასუხი გასცა მხოლოდ 28.6%-მა. გადაუდებელი და კატასტროფული მოვლენების დროს საავადმყოფოების მიზანია რესურსების მაქსიმალური მობილიზება, რათა უზრუნველყონ დაზარალებულთა გამოჯანმრთელების ეფექტური მართვა, ამიტომ საავადმყოფოს პერსონალი უნდა იყოს მაქსიმალურ მზადყოფნაში საგანგებო სიტუაციებისთვის. შედეგები აჩვენებს, რომ აუცილებელია საავადმყოფოს პერსონალის ინფორმირებულობის გაზრდა გადაუდებელი სიტუაციების მართვის შესახებ სპეციალური ტრენინგის საშუალებით. ზოგ ქვეყნებში ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ სამედიცინო პერსონალი მოუმზადებელია საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესებში (Oztekin, 2016; Paganini, 2016), თუმცა, ზოგი კვლევის მიხედვით, საავადმყოფოებში ტარდება მრავალი ტრენინგი პერსონალის უნარ ჩვევების გასაუმჯობესებლად (Kaji, 2006).

ცხრილი 2. გადაუდებელი სიტუაციების მართვის დაგეგმვა.

 

არა

დიახ

Chi-square

df

Sig.

აქვს თუ არა დაწესებულებას გადაუდებელი სიტუაციების მართვის გეგმა, რომელიც ეხება საგანგებო სიტუაციების მართვის ოთხ ფაზას: მზადყოფნა , რეაგირება, შერბილება და აღდგენას?

8.0%

92.0%

2.35

5

0.799

ეხება თუ არა გადაუდებელი სიტუაციების მართვის გეგმა შიდა და გარე საგანგებო სიტუაციებს?

26.0%

74.0%

8.79

5

0.118

არის თუ არა გეგმა ადვილად ხელმისაწვდომი ადმინისატრაციისთვის  და პერსონალისთვის.

32.0%

68.0%

5.69

5

0.338

ეხება თუ არა გეგმა ყველა სახის კატასტროფულ სიტუაციას

62.0%

38.0%

11.13

5

0.049

მოიცავს თუ არა გეგმა იმ ღონისძიებებს, რომელიც  უნდა განხორციელდეს  გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან, პაციენტების  სტაციონარში სწრაფი გადაყვანისთვის

16.3%

83.7%

6.20

5

0.287

მოიცავს თუ არა გეგმა გადაუდებელი სიტუაციების დროს გეგმიური პაციენტების ადრეულ გაწერას და მათთვის სამედიცინო დახმარების ყოველდღიურ მიწოდებას ამბულატორიულად.

40.8%

59.2%

9.89

5

0.078

მოიცავს თუ არა გეგმა საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პერსონალის მოძიებას?

46.0%

54.0%

11.68

5

0.039

მოიცავს თუ არა გეგმა გეგმიური სერვისების (მაგ ქირურგიული ოპერაციების) გაუქმებას საგანგებო სიტუაციების დროს?

12.0%

88.0%

5.63

5

0.344

გეგმის მიხედვით ჩართულია თუ არა პროცესებში ფსიქოლოგი და ფსიქიატრი?

70.0%

30.0%

18.98

5

0.002

მოიცავს თუ არა გეგმა აღდგენის ფაზაში გეგმიურ ოპერაციებზე დაბრუნების დებულებებს?

4.0%

96.0%

10.94

5

0.053

არის თუ არა გეგმა გაზიარებული ადგილობრივ და სახელმწიფო შესაბამის საგანგებო სააგენტოებთან (ორგანიზაციებთან)?

20.0%

80.0%

5.13

5

0.400

აქვს თუ არა ყველა თანმშრომელს წვდომა საგანგებო სიტუაციების გეგმასთან?.

68.0%

32.0%

4.57

5

0.471

გადის თუ არა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის თანამშრომლები ტრენინგს წელიწადში ორჯერ მაინც საგანგებო მოვლენებთან დაკავშირებით?

71.4%

28.6%

14.19

5

0.014

საავადმყოფოს მზადყოფნა და ტრენინგი. რესპოდენტთა 79.2%-ის აზრით, დაწესებულება არ ახორციელებს წელიწადში ორჯერ სავარჯიშო საგანგებო სიტუაციებს. რესპოდენტთა 71.8%-ის აზრით, დაწესებულება არ მონაწილეობს წელიწადში ერთ ტრენინგში მაინც კატასტროფებზე რეაგირებასთან დაკავშირებით. ეს შედეგები აჩვენებს გადაუდებელი მართვის დაგეგმვის ტრენინგში მონაწილეობის დაბალ ინტერესს. გადაუდებელი მართვის გეგმის წერილობითი ფორმით არსებობა მნიშვნელოვანია თითოეული საავადმყოფოსთვის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წერილობითი გეგმა არ იძლევა მზადყოფნის გარანტიას, ასევე მნიშვნელოვანია საავადმყოფოს პერსონალის სწავლება გეგმის სწორად განხორციელებაზე და გადაუდებელი სიტუაციების მიმართ მათი მზადყოფნის დონის გაზრდა. სათანადო ტრენინგების საშუალებით საავადმყოფოს პერსონალს უკეთ ეცოდინება მისი როლი. რესპოდენტთა 88.0%-ის აზრით, დაწესებულებაში არ განხორციელებულა პერსონალის და პაციენტების ევაკუაცია ბოლო 12 თვის განმავლობაში. რესპოდენტთა 68.0%-ის აზრით, დაწესებულება  იყენებს ქმედების შემდგომ ანგარიშებს გადაუდებელი სიტუაციების მოქმედების გეგმის  ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად.

შემთხვევების მართვის სისტემა. რესპოდენტთა 82%-მა აღნიშნა, რომ შემთხვევების მართვის სისტემა არსებობს საავადმყოფოში, მაგრამ რესპოდენტთა დიდმა ნაწილმა (80%) აღნიშნა, რომ არ ტარდება კატასტროფების მართვის სავარჯიშო წრთვნები წელიწადში ორჯერ მაინც. რესპოდენტთა 60%-ის აზრით, არ არსებობს კატასტროფების მართვის მენეჯერის დანიშვნის პროცედურა. რესპოდენტთა 56%-მა აღნიშნა, რომ პერსონალს აქვს ინფორმაცია როგორ უნდა მოიქცეს როცა კატასტროფის მართვის სისტემა ამუშავდება. საგანგებო სიტუაციების დროს, შემთხვევების მართვის სისტემის მენეჯერის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის პასუხისმგებელი პირი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ყველა ასპექტზე, მასზეა დამოკიდებული შემთხვევების მართვა, რესურსების გამოყენება და პასუხისმგებელია ადმინისტრაციულ ჯგუფზე, რომელიც ექვემდებარება, რადგან მას აქვს სათანადო გამოცდილება და აქვს უფლებამოსილება გასცეს მითითებები ან ბრძანებები.

ცხრილი 3. საავადმყოფოს მზადყოფნა და ტრენინგები

 

არა

დიახ

Chi-square

df

Sig.

ახორციელებს თუ არა დაწესებულება წელიწადში ორჯერ სავარჯიშო საგანგებო სიტუაციებს?

79.2%

20.8%

23.90

5

0.00

მონაწილეობს თუ არა დაწესებულება სულ მცირე ერთ წვრთნაში წელიწადში კატასტროფებზე რეაგირებასთან დაკავშირებით?

74.0%

26.0%

34.93

5

0.00

მონაწილეობს თუ არა ყველა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის  პერსონალი  წელიწადში ორჯერ მაინც კატასტროფების რეაგირების წვრთნებში?

86.0%

14.0%

10.34

5

0.07

განხორციელდა თუ არა დაწესებულებაში  პერსონალის და პაციენტების ევაკუაცია ბოლო 12 თვის განმავლობაში.

88.0%

12.0%

7.62

5

0.18

ჰქონია თუ არა დაწესებულებას  სიმულაციური ან ფაქტობრივი გადაუდებელი მოვლენების მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების პროცედურა.

72.0%

28.0%

16.73

5

0.01

იყენებს თუ არა დაწესებულება  ქმედების შემდგომ ანგარიშებს გადაუდებელი სიტუაციების მოქმედების გეგმის  ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად?

32.0%

68.0%

17.68

5

0.00

შემთხვევების მართვის სისტემა

არსებობს თუ არა შემთხვევების მართვის სისტემა საავადმყოფოში?

18.0%

82.0%

8.38

5

0.14

ტარდება თუ არა წელიწადში ორჯერ მაინც კატასტროფების მართვის სავარჯიშო წრთვნები?

80.0%

20.0%

22.50

5

0.00

არსებობს თუ არა კატასტროფების მართვის მენეჯერის დანიშვნის პროცედურა

60.0%

40.0%

9.46

5

0.09

იცნობს თუ არა პერსონალი კატასტროფების მართვის მენეჯერს

26.0%

74.0%

2.02

5

0.85

არის თუ არა კატასტროფის მართვის მენეჯერის პოზიციაზე მყოფი პერსონა მასზე მიმაგრებულ ჯგუფის ქმედებებზე პასუხისმგებელი?

6.0%

94.0%

3.33

5

0.65

აქვს თუ არა პერსონალს ინფორმაცია როგორ უნდა მოიქცეს როცა კატასტროფის მართვის სისტემა ამუშავდება?

44.0%

56.0%

5.85

5

0.32

კატასტროფებისადმი მზადყოფნის კომიტეტი: რესპოდენტთა მხოლოდ ნახევარმა (52%) აღნიშნა, რომ საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების/კატასტროფების დროს არსებობს მზადყოფნის კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის ხელმძღვანელობას. აღსანიშნავია, რესპოდენტთა დიდი ნაწილის (79.6%) აზრით, გადაუდებელი დახმარების/კატასტროფების კომიტეტში რეგულარული ღია შეხვედრები ხშირად არ იმართება. რესპოდენტთა 64%-ის აზრით, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების/კატასტროფების კომიტეტი არ არის მულტიდისციპლინური. კრიზისულ მოვლენებზე სათანადო რეაგირებისთვის საჭიროა შესაბამისი მზადყოფნა, გამოცდილება, განათლება და რესურსები. ამისათვის, კატასტროფებისადმი მზადყოფნის კომიტეტი უნდა იყოს მულტიდისციპლინარული და მოიცავდეს სხვადასხვა მიმართულებების კვალიფიციურ, გამოცდილ პერსონალს. კრიზისული მოვლენების დროს კატასტროფებისადმი მზადყოფნის კომიტეტის წევრები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა უხელმძღვანელონ საავადმყოფოს პერსონალს, მიიღონ გადაწყვეტილებები და სათანადოდ მართონ სიტუაცია არსებული რესურსების ფარგლებში.

ტრიაჟი. კვლევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრიაჟის კომპონენტმა აჩვენა. რესპოდენტთა 98%-ის აზრით, საავადმყოფო იყენებს ტრიაჟის სისტემას და პაციენტები კლასიფიცირდება ფერადი ეტიკეტებით (წითელი, შავი, მწვანე, ყვითელი) ავადმყოფობის სიმძიმისა და სამედიცინო ჩარევების გადაუდებელი აუცილებლობის მიხედვით. ასევე, ყველა კლინიკას აქვს ალტერნატიული დამუშავების ზონა მსხვერპლთა დიდი ნაკადისათვის.

მასობრივი მსხვერპლის შემთხვევაში, სამედიცინო ორგანიზაციები შეიძლება გადაიტვირთოს, ამიტომ აუცილებელია პაციენტების დახარისხება სამედიცინო საჭიროების მიხედვით. ტრიაჟის მიზანია პაციენტი მოხვდეს სწორ ადგილას სწორ დროს და მიიღოს ოპტიმალური მომსახურება. ტრიაჟი გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც საავადმყოფოს დატვირთვა აღემატება ხელმისაწვდომ კვალიფიციურ დახმარებას. საავადმყოფოებში ტრიაჟს ახორციელებს კვალიფიცირებული ექთანი, რომელიც მოკლე დროში ახდენს პაციენტების მდგომარეობის შეფასებას და მათ დახარისხებას ავადმყოფობის სიმძიმის მიხედვით. თითოეულ პაციენტს მიენიჭება პრიორიტეტი ჰოსპიტალიზაციისთვის და ხდება შესაბამის სამკურნალო ადგილას გადაყვანა. ტრიაჟის სისტემაში პაციენტების დახარისხება ხორციელდება ძირითადად სამ ფერში: წითელი ფერის ნიშანი სერიოზული შემთხვევებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დაუყოვნებელი ჩარევა, ყვითელი ფერის ნიშანი პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ჩარევა, მაგრამ შესაძლებელია ლოდინი ერთიდან ორ საათამდე, და მწვანე ფერის ნიშანი მსუბუქი მდგომარეობებისთვის, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ მკურნალობა, მაგრამ არ ესჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია.

პაციენტზე თვალყურის დევნება. ფერადი ნიშნების არსებობა პაციენტის თვალყურის დევნებისთვის პრობლემაა განსაკუთრებით გადაუდებელი შემთხვევების დროს. რესპოდენტთა დიდი ნაწილი (82%) ეთანხმება, რომ დაწესებულებას აქვს პაციენტზე თვალყურის დევნის გაწერილი მეთოდი (მონიშნული ბილიკები). თუმცა, რესპოდენტთა 70%-ის აზრით, მათი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანილ პაციენტებზე თვალყურის დევნების შესაძლებლობა არ აქვთ. ასევე, რესპოდენტთა 72%-ის აზრით, დაწესებულებას არ შეუძლია აკონტროლოს გეგმიური პაციენტები, რომლებიც გაეწერებიან კატასტროფული სიტუაციების დროს.

ყველა საავადმყოფოში არის წერილობითი ნიშნები და ეტიკეტები, რომლებიც აღნიშნავენ საავადმყოფოს განყოფილებებს, მაგრამ არ არის ფერადი ხაზები, რომლებიც აზუსტებენ ბილიკებს, რათა დაეხმაროს პაციენტებს გადავიდნენ გარკვეულ განყოფილებებზე. ასეთ შემთხვევებში, პაციენტები სთხოვენ საავადმყოფოს პერსონალს მათთვის სასურველი განყოფილების მდებარეობის შესახებ. ფერადი ხაზები იატაკზე ან კედლებზე პაციენტებს ან მათ თანმხლებ პირებს გაუადვილებს საავადმყოფოში გადაადგილებას.

სტრესის მართვა კატასტროფების დროს. კრიზისულ მოვლენებზე რეაგირების პროცესში მნიშვნელოვანია სტრესის მართვა. რესპოდენტების 74%-მა აღნიშნა, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კრიტიკული ინციდენტის სტრესის მართვის გუნდი. რესპოდენტთა 44.0%-მა აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები როგორც კატასტროფის დროს ასევე მის შემდგომაც არ არის ხელმისაწვდომი. რესპოდენტთა 72.0%-ის აზრით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ჯგუფის წევრები არ გადიან ტრენინგებს კრიზისული სიტუაციების დროს პაციენტთა მოვლასა და გადაუდებელ დახმარებაში. რესპოდენტთა 80%-ის აზრით, არ არსებობს გეგმა კატასტროფებზე რეაგირების მუშაკების ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შესაფასებლად.

ცხრილი 4. კატასტროფებისადმი მზადყოფნის კომიტეტი, ტრიაჟი, პაციენტზე ზრუნვა, სტრესის მართვა კატასტროფების დროს

 

არა

დიახ

Chi-square

df

Sig.

არსებობს თუ არა საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების/კატასტროფების დროს მზადყოფნის კომიტეტი და უზრუნველყოფს თუ არა პერსონალის ხელმძღვანელობას?

48.0%

52.0%

16.63

5

0.01

საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების/კატასტროფების კომიტეტი მულტიდისციპლინურია?

64.0%

36.0%

10.12

5

0.07

იმართება თუ არა ხშირად გადაუდებელი დახმარების/კატასტროფების კომიტეტში რეგულარული ღია შეხვედრები?

79.6%

20.4%

11.34

5

0.05

ტრიაჟი

იყენებს თუ არა საავადმყოფო ტრიაჟის სისტემას?

2.0%

98.0%

4.08

5

0.538

მოიცავს თუ არა პროტოკოლი ტრიაჟის საერთაშორისო ნიშნებს?(წითელი, შავი, მწვანე, ყვითელი

2.0%

98.0%

4.08

5

0.538

იცის თუ არა პერსონალმა თითოეული ნიშნის მნიშვნელობა

4.0%

96.0%

3.78

5

0.582

აქვს თუ არა დაწესებულებას ალტერნატიული დამუშავების ზონა მსხვერპლთა დიდი ნაკადისათვის?

70.0%

30.0%

11.29

5

0.046

პაციენტზე თვალყურის დევნა

აქვს თუ არა დაწესებულებას პაციენტებზე ზრუნვის გაწერილი მეთოდი?

18%

82%

14.75

5

0.012

დაწესებულებას შეუძლია თვალყური ადევნოს პაციენტებს, რომლებიც გადაყვანილნი არიან სხვა ადგილობრივ დაწესებულებაში?

70%

30%

9.57

5

0.088

დაწესებულებას შეუძლია აკონტროლოს გეგმიური პაციენტები, რომლებიც გაეწერებიან კატასტროფული სიტუაციების დროს?

72%

28%

18.11

5

0.003

სტრესის მართვა კატასტროფების დროს

ჰყავს თუ არა დაწესებულებას  კრიტიკული ინციდენტის სტრესის მართვის გუნდი ან ფსიქიკური ჯანმრთელობის ექვივალენტური სერვისები?

74%

26%

15.66

5

0.008

არის თუ არა ხელმისაწვდომი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები როგორც კატასტროფის დროს ასევე მის შემდგომაც? .

44%

56%

10.20

5

0.070

გადიან თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის ჯგუფის წევრები ტრენინგებს კრიზისული სიტუაციების დროს პაციენტთა მოვლასა და გადაუდებელ დახმარებაში?

72%

28%

28.30

5

0.000

არის თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები წარმოდგენილი  საგანგებო სიტუაციების მართვის დაგეგმვის კომიტეტში?

74%

26%

24.66

5

0.000

არსებობს თუ არა გეგმა კატასტროფებზე რეაგირების მუშაკების ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შესაფასებლად?

80%

20%

16.25

5

0.006

ფარმაცევტული და ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობა. ფარმაცევტული და ლაბორატორიული მომსახურეობა ნებისმიერ საგანგებო მოვლენებზე რეაგირებისათვის აუცილებელი კომპონენტია. რესპოდენტთა 73.5%-ის აზრით,  აფთიაქი არ ინახავს ანტიდოტების მარაგს. რესპოდენტთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, აფთიაქი აკონტროლებს მედიკამენტების ყოველდღიურ გამოყენებას. რესპოდენტთა 98%-ის აზრით, აფთიაქს აქვს მედიკამენტების 1 თვიანი მარაგი. რესპოდენტთა 82%-ის აზრით საგანგებო სიტუაციების დროს არსებობს გეგმა რათა აფთიაქმა უზრუნველყოს წამლების სწრაფი მიღება მომწოდებლისგან. რესპოდენტთა 80-%მა აღნიშნა, რომ ლაბორატორიის პერსონალი დატრენინგებულია გაზრდილი მომართვიანობის მომსახურების უზრუნველსაყოფად საგანგებო სიტუაციების დროს. რესპოდენტთა 96%-ის აზრით, გეგმაში გაწერილია საჭიროების შემთხვევაში რეაგენტების მიწოდება კრიტიკული შემთხვევებისას. რესპოდენტთა 82%-ის აზრით, არსებობს გეგმა საგანგებო სიტუაციების დროს, რათა აფთიაქმა უზრუნველყოს წამლების სწრაფი მიღება მომწოდებლისგან. რესპოდენტთა 60%-მა აღნიშნა, რომ სისხლის მიწოდების სისტემა ბოლო 12 თვის მანძილზე არ გაუმჯობესდა.

ცხრილი 5. სააფთიაქო მომსახურება, ლაბორატორიული მომსახურება

 

არა

დიახ

Chi-square

df

Sig.

სააფთიაქო მომსახურება

ინახავს თუ არა აფთიაქი ანტიდოტების მარაგს?

73.5%

26.5%

27.95

5

0.000

აკონტროლებს თუ არა აფთიაქი მედიკამენტების ყოველდღიურ გამოყენებას?

0%

100%

 

 

0.000

აქვს თუ არა აფთიაქს მედიკამენტების 1 თვიანი მარაგი?

2%

98%

4.08

5

0.538

არსებობს თუ არა გეგმა საგანგებო სიტუაციების დროს, რათა აფთიაქმა უზრუნველყოს წამლების სწრაფი მიღება მომწოდებლისგან ?

18%

82%

4.29

5

0.508

ლაბორატორიული მომსახურება

არის თუ არა ლაბორატორიის პერსონალი დატრენინგებული გაზრდილი მომართვიანობის მომსახურების უზრუნველსაყოფად საგანგებო სიტუაციების დროს?

20.0%

80.0%

7.54

5

0.183

არის თუ არა გეგმაში გაწერილი საჭიროების შემთხვევაში რეაგენტების მიწოდება კრიტიკული შემთხვევებისას?

4.0%

96.0%

3.78

5

0.582

არის თუ არა შეთანხმება სამუშაო დატვირთვის გადანაწილებაზე, თუ ლაბორატორია ვერ უმკლავდება დატვირთვას?

48.0%

52.0%

3.85

5

0.571

არის თუ არა სისხლის ბანკი მზად გაზრდილი საჭიროებისათვის~?

30.6%

69.4%

25.29

5

0.000

არის თუ არა კავშირები რეგიონულ სისხლის ბანკთან იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება დადგება

2.0%

98.0%

6.27

5

0.281

გაუმჯობესდა თუ არა სისხლის მიწოდების სისტემა ბოლო 12 თვის მანძილზე?

60%

40%

14.43

5

0.013

ფატალური შემთხვევების მართვა. რესპოდენტთა 76%-ის აზრით, არსებობს მსხვერპლთა მართვის გეგმა. რესპოდენტთა 66%-ის აზრით, დაწესებულებაში არ არსებობს მაცივრები მსხვერპლთა განსათავსებლად. რესპოდენტთა 60%-ის აზრით, მორგის თანამშრომლები არ არიან დატრენინგებული. რესპოდენტთა  76.4%-ის აზრით, დაწესებულებას არ შეუძლია გამოყოს დამატებითი სათავსოები მასობრივი მსხვერპლის შემთხვევაში.

კომუნიკაცია, გაფრთხილება შეტყობინების სისტემა. კომუნიკაცია მნიშვნელოვანი კომპონენტია საგანგებო სიტუაციების დროს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საავადმყოფოების უმრავლესობას (96%) აქვს საკომუნიკაციო სისტემა, შეუძლიათ მიიღონ და გააგზავნონ საგანგებო, გადაუდებელი გაფრთხილებისა და შეტყობინების ინფორმაცია. რესპოდენტთა77.4 -მა აღნიშნა, რომ დაწესებულებას შეუძლია მიიღოს გაფრთხილება გარე სააგენტოებისგან გარდაუვალი საგანგებო მდგომარეობის შესახებ. გამოკითხულთა უმრავლესობამ (63.3.0%) აღნიშნა, რომ საავადმყოფოს გააჩნია სათანადო სისტემა (განახლებული საკონტაქტო ინფორმაცია) აცნობოს როგორც მორიგე, ასევე არამორიგე პერსონალს გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ და საგანგებო სიტუაციების დროს გამოიძახოს სამსახურში. ჩვენი შედეგები ეთანხმება სხვა კვლევებს (deBoisblanc, 2005), რომელთა მტკიცებით, გარე და შიდა საკომუნიკაციო სისტემების გამართული მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების დროს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პერსონალის კოორდინაცია სხვადასხვა ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

ჯანდაცვის დაწესებულებების შიდა ან გარე საკომუნიკაციო სისტემების დაზიანებამ ან გადატვირთულობამ შეიძლება გამოიწვიოს კომუნიკაციის გაუმართაობა. კომუნიკაციის დაკარგვა აშორებს საავადმყოფოს გარე სამყაროსგან, მათ შორის კატასტროფებზე რეაგირების სხვადასხვა სამსახურებისგან და კიდევ უფრო ართულებს საავადმყოფოს შესაძლებლობას მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა. შიდა დონეზე კომუნიკაციის დაკარგვა უარყოფითად აისახება კატასტროფებზე რეაგირების კოორდინაციაზე, რადგან ცალკეული სამსახურები და ოპერატიული შტაბის წევრები ვერ ახერხებენ ინფორმაციის გაცვლას. კვლევები ადასტრებენ, რომ კატასტროფების დროს კომუნიკაციის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ჯანდაცვის დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ ეფექტური ინტერდისციპლინური გეგმა (Rabkin, 2005).

საგანგებო სიტუაციების დროს ინფორმაციის მართვის ინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტებისთვის და საავადმყოფოს მუშაობის კოორდინაციისთვის, მონაცემთა შენახვის, მართვისა და ანგარიშგებისთვის. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი (IT) მნიშვნელოვან როლს ასრულებს საინფორმაციო სისტემის კარგად ფუნქციონირებისა და პაციენტების ზუსტი ჩანაწერების შენახვაში. კვლევის შედეგები ეთანხმება სხვა კვლევებს (Chimenya, 2011), რომლებიც ხაზ უსვამენ პაციენტებზე ზუსტი და სათანადო ჩანაწერების შენარჩუნების მნიშვნელობას საგანგებო სიტუაციებამდე, მისი დადგომისას და მის შემდეგ, რადგან შეიძლება იყოს პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივად იღებენ მედიკამენტებს და რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებათ მათი მიღება კატასტროფების დროს. ჩანაწერების შენახვა ასევე იძლევა კატასტროფების დროს გაწეული დახმარების ანაზღაურების საშუალებას. 

ცხრილი 6. ფატალური შემთხვევების მართვა. კომუნიკაცია, გაფრთხილება შეტყობინება

 

არა

დიახ

Chi-square

df

Sig.

არსებობს თუ არა მსხვერპლთა მართვის გეგმა?

24%

76%

15.99

5

0.007

არის თუ არა დაწესებულებაში მაცივრები მსხვერპლთა განსათავსებლად?

66%

34%

35.28

5

0.000

არის თუ არა მორგის თანამშრომლები დატრენინგებული?

60%

40%

18.21

5

0.003

შეუძლია თუ არა დაწესებულებას გამოყოს დამატებითი სათავსოები მასობრივი მსხვერპლის შემთხვევაში?

76%

24%

11.05

5

0.050

კომუნიკაცია, გაფრთხილება შეტყობინება

შეუძლია თუ არა დაწესებულებას  გაგზავნოს და მიიღოს საგანგებო გაფრთხილებისა და შეტყობინების ინფორმაცია

4.0%

96.0%

4.89

5

0.429

შუძლია თუ არა დაწესებულებას  მიიღოს გაფრთხილება გარე სააგენტოებისგან გარდაუვალი საგანგებო მდგომარეობის შესახებ?

4.0%

96.0%

3.78

5

0.582

შეუძლია დაწესებულებას  გაფრთხილების გაგზავნა გარე სააგენტოებისთვის

6.0%

94.0%

7.45

5

0.189

შეუძლია დაწესებულებას საგანგებო სიტუაციის დროს გამოიძაახოს პერსონალი არასამორიგეო დროს?

18.0%

82.0%

5.74

5

0.332

ააქვს დაწესებულებას გეგმა რომელსაც გააცნობს მორიგე  და არამორიგე პერსონალს საგანგებო სიტუაციების დროს?

36.7%

63.3%

11.98

5

0.035

არსებობს თუ არა ისეთი სისტემა რომლითაც თანამშრომელი შეტყობინებას ღებულობს მობილურზე, საგანგებო სიტუაციის დროს?

68.0%

32.0%

14.02

5

0.015

ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის დასადგენად გამოვთვალეთ მზადყოფნის საშუალო ქულა კომპონენტების მიხედვით საავადმყოფოებში. ყველაზე მაღალი დადებითი პასუხების  საშუალო პროცენტული მაჩვენებელი  80,50%, დაფიქსირდა ტრიაჟის სისტემაში, რასაც მოჰყვება კომუნიკაცია, გაფრთხილება, შეტობინების კომპონენტი 77.26%-ით, სააფთიაქო მომსახურეობა 76,77% და ლაბორატორიული მომსახურეობა 72,58%.  ყველაზე დაბალი მაჩვენებლები მიღებულია შემდეგ კომპონენტებში:  ობიექტის მზადყოფნა და ტრენინგი - 28,18 %, სტრესის მართვა კრიტიკული ინციდენტების დროს - 36,24% და ფატალური შემთხვევების მართვა -  43,50%.

დადებითი პასუხების  საშუალო მაჩვენებელი არის 56,57%, რაც მიუთითებს  ზომიერ მზადყოფნაზე  კრიზისებსა და კატასტროფულ მოვლენებზე  მულტიპროფილურ საავადმყოფოებში.

ცხრილი 7. ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა

Domain

საშუალო ქულა

რანჟირება

გადაუდებელი სიტუაციების მართვის დაგეგმვა.

63.37%

5

ობიექტის მზადყოფნა და ტრენინგი 

28.19%

11

შემთხვევების მართვის სისტემა

61.00%

6

საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების / კატასტროფების მზადყოფნის კომიტეტი

36.24%

10

ტრიაჟი

80.50%

1

პაციენტზე ზრუნვა

46.67%

7

სტრესის მართვა კრიტიკული ინციდენტების დროს

36.24%

9

სააფთიაქო მომსახურება

76.77%

3

ლაბორატორიული მომსახურება:

72.58%

4

ფატალური შემთხვევების მართვა

43.50%

8

კომუნიკაცია, გაფრთხილება, შეტყობინება

77.26%

2

გასაშუალოებული მნიშმნელობა

56.57%

 

 დასკვნა

კრიზისებისა და კატასტროფებისათვის ეფექტური მზადყოფნა უწყვეტი პროცესია, რომელზეც ზედამხედველობასა და მონიტორინგს მუდმივად უნდა ახორციელებდეს ჯანდაცვის სისტემა. კვლევის შედეგებმა აჩვენა კატასტროფებისადმი მზადყოფნის ზომიერი დონე. საავადმყოფოების ძლიერი მხარე გამოვლინდა ტრიაჟის სისტემაში, ასევე კომუნიკაციის, გაფრთხილებისა და შეტყობინების კომპონენტში, ხოლო სუსტი მხარეები გამოვლინდა სამედიცინო ორგანიზაციების მზადყოფნასა და ტრენინგის კომპონენტში, ასევე სტრესის მართვის კომპონენტში კრიტიკული სიტუაციების დროს.

კატასტროფებმა შესაძლოა გამოიწვიოს მოკლევადიანი შეფერხებები ოჯახში ან ან შეიძლება იყოს გრძელვადიანი და მკვეთრად შეცვალოს ოჯახის წევრების ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის დანაკარგი. კატასტროფული მოვლენები იწვევს ფსიქოლოგიურ და სოციალურ შედეგებს, რაც აზიანებს დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ფსიქოსოციალურ კეთილდღეობას. ამრიგად, დაზარალებულთა ტრავმვების ნეგატიური შედეგების შესამცირებლად მნიშვნელოვანია საავადმყოფოებში ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ჩართვა.

კვლევამ აჩვენა სამედიცინო ორგანიზაციების ძალიან სუსტი მზადყოფნა და კატასტროფებისადმი პერსონალის მომზადების თვალსაზრისით ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ამ მხრივ, პერსონალის ტრენინგები და სამედიცინო ორგანიზაციის მზადყოფნა ყოველთვის უზრუნველყოფს უკეთეს შედეგს დაზარალებულთათვის.

კვლევის შედეგებით დადგინდა საავადმყოფოებში კატასტროფებისადმი მზადყოფნის ზომიერი დონე. მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს შემდგომში სამედიცინო ორგანიზაციების პერსონალის განათლების დონის ამაღლებას კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფული მოვლენების ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაციები

  • აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური კეთილდღეობის საკითხების ჩართვა საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების გეგმაში. აუცილებელია ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ჩართულობა ჰოსპიტალური სერვისების გაწევისას და არა მხოლოდ კატასტროფული მოვლენების დროს.
  • სავალდებულოა გადაუდებელი სიტუაციების წვრთნებისა და ტრენინგების ჩატარება ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებებით, რაც მიზნად ისახავს პერსონალის ცოდნის ამაღლებას და მათი უნარების გაუმჯობესებას გადაუდებელი შემთხვევების უფრო ეფექტურად მართვაში.
  • აუცილებელია საავადმყოფოების შესაძლებლობების გაზრდა დაზარალებული მოსახლეობის ეფექტური მართვის მიზნით, რათა უკეთ მოხდეს  დიდი რაოდენობის კატასტროფული შემთხვევების მართვა.
  • სავალდებულოა პირველადი ჯანდაცვის პერსონალის მომზადება და მათი ინტეგრირება საგანგებო სიტუაციების დაგეგმვაში, რათა მათ შეძლონ შედარებით მსუბუქი შემთხვევების მართვს საავადმყოფოების გადატვირთვის შესამცირებლად.
  • აუცილებელია საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის გაზიარება ყველა თანამშრომლისთვის და ამ მხრივ მათი ცნობიერების დონის ამაღლება.
  • აუცილებელია საავადმყოფოებში კატატროფებისადმი მზადყოფნის    კომიტეტის არსებობა.
  • აუცილებელია საავადმყოფოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც უხელმძღვანელებს კვალიფიციური პერსონალი. 

გამოყენებული ლიტერატურა

  • American College of Emergency Physicians, (2017). Hospital Disaster Preparedness Self-Assessment Tool. https://www.calhospitalprepare.org/post/hospital-disaster-preparedness-self-assessment-tool
  • Heidaranlu, E., Amiri, M., Salaree, M.M. et al. Audit of the functional preparedness of the selected military hospital in response to incidents and disasters: participatory action research. BMC Emerg Med 22, 168 (2022).
  • Toner E. Healthcare Preparedness: Saving Lives. Health Secur. 2017 Jan/Feb;15(1):8-11.
  • World Health Organization. Regional Office for Europe. (‎2011)‎. Hospital emergency response checklist: an all-hazards tool for hospital administrators and emergency managers. World Health Organization. Regional Office for Europe. https://apps.who.int/iris/handle/10665/349374
  • Al Khalaileh. MA., B. E. (2012, JANUARY). Jordanian nurses' perceptions of their preparedness for disaster management. INTERNATIONAL EMERGENCY NURSING, 20(1), 14-23. doi:10.1016/j.ienj.2011.01.001
  • Al-Shareef. AS., A. L. (2016 წლის 14 DECEMBER). Evaluation of Hospitals' Disaster Preparedness Plans in the Holy City of Makkah (Mecca): A Cross-Sectional Observation Study. PREHOSPITAL AND DISASTER MEDICINE, 35(1), 33-45. doi: 10.1017/S1049023X16001229
  • deBoisblanc, B. (. (2005 წლის 15 November). Black Hawk, please come down: Reflections on a hospital's struggle to survive in the wake of Hurricane Katrina. (172).
  • INSTITUTE OF MEDICINE OF THE NATIONAL ACADEMIES. (2007). Hospital-Based Emergency Care: At the Breaking Point.Disaster Preparedness. washington, USA: NATIONAL ACADEMIES PRESS. doi:10.17226/11621
  • Kaji, A. &. (2006, november 13). Hospital disaster preparedness in Los Angeles County. National library of medicine.
  • Luc, M., Greet, D., & Kurt, A. (2014, FEBRUARY). Belgian senior medical students and disaster medicine, a real disaster? European Journal of Emergency Medicine, 21(1), 77-78. doi:10.1097/MEJ.0b013e3283643874
  • Öztekin. S, D. E. (2016, FABRUARY 15). Japanese nurses' perception of their preparedness for disasters: Quantitative survey research on one prefecture in Japan. JAPAN JOURNAL OF NURSING SCIENCE, 13(3). doi:10.1111/jjns.12121
  • Paganini. M., B. F. (2016, AUGUST 15). Assessment of disaster preparedness among emergency departments in Italian hospitals: a cautious warning for disaster risk reduction and management capacity. Scandinavian Journal of Trauma, Resuscitation and Emergency Medicine, 24(101). doi:doi.org/10.1186/s13049-016-0292-6
  • Pan American Health Organization / World Health Organization. (2005).
  • WORLD HEALTH ORGANIZATION. (2011).